logo
ENG



"უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავაჩეროთ ეს ტრაგედია" - პუტინი უკრაინაში ომზე

22 ნოე 202321:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/22/h0byml1xgbmy6mf.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვირტუალურად ჩაერთო დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერების შეხვედრას და მათ სიტყვით მიმართა. კერძოდ, მიმართვის დროს მან უკრაინაში მიმდინარე ომსა და პალესტინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

პუტინმა თქვა, რომ "სამხედრო ქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა და უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ გააჩერონ ეს ტრაგედია". აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა G20-ის ქვეყნების ლიდერებს პირველად მიმართა.

"კი, რა თქმა უნდა, სამხედრო ქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა. და, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაჩეროთ ეს ტრაგედია. სხვათა შორის, რუსეთს არასდროს არ უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე", - თქვა პუტინმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ დიდი ოცეულის ზოგიერთმა ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში თქვა, რომ შოკირებული იყვნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიით. ამაზე პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან მიმართებით სიტყვა "ომი" საჯაროდ პირველად გამოიყენა. 

"მესმის, რომ ეს ომია, ადამიანთა დაღუპვა შეუძლებელია არ იყოს შოკისმომგვრელი. და სისხლიანი პერიოდი უკრაინაში 2014 წელს, რასაც მოჰყვა კიევის რეჟიმის ომი თავისი ხალხის წინააღმდეგ დონბასში? არ არის ეს შოკისმომგვრელი? პალესტინაში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება, ღაზის სექტორში, დღეს არ არის შოკისმომგვრელი? ის ფაქტი, რომ ექიმებს უწევთ ბავშვებისთვის ოპერაციების ჩატარება - ბავშვის სხეულზე სკალპელის გამოყენებით, ანესთეზიის გარეშე, არ არის შოკისმომგვრელი? ის, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ღაზა დაემსგავსა უზარმაზარ ბავშვთა სასაფლაოს - ეს არაა შოკისმომგვრელი?", - თქვა პუტინმა.


close დახურვა